ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა...

 შურისძიების შედეგი პატარა ამურისა,რომელმაც ჭაბუკ აპოლონს თავისი ნამცეცა მშვილდით სიყვარულის გამომწვევი ისარი,ფერია დაფნას კი სიყვარულის მომაკვდინებელი ისარი ესროლა.

სასოწარკვეთილმა დაფნამ შეყვარებული აპოლონისაგან თავის დასაღწევად ღმერთებს სთხოვა შველა და ...

ფეხები გაუხევდა, ქერქმა დაფარა მისი ნაზი სხეული.თმები ხასხასა ფოთლებად,ხელები კი ტოტებად გადაექცა...

დაფნის არომატულ ხედ გარდაიქმნა ქალწული.

დაგვეთანხმეთ-ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა...

ამ ისტორიაში არაფერია გამოგონილი.ეს ისეთივე ნამდვილია,როგორც  მზე,როგორც უხვი მოსავალი,როგორც დაფნის ხის არომატული ფოთლები,რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმება და მითოლოგიის თანახმად ქალწულებრივ სიწმინდესთან და მაღალ კულინარულ ხელოვნებასთან ასოცირდება.

ეს შეულამაზებელი, გამოუგონარი და გასაოცარი ისტორიაა,რომელიც ჩვენს დროში,ჩვენს ქალაქში,ქალაქის შუაგულში ყოველდღიურად მიმდინარეობს.

უნიკალური ადგილმდებარეობა,ულამაზესი ინტერიერი,მუდამ მომღიმარე და თავაზიანი პერსონალი...

ლამაზად გაფორმებული დიდი ვიტრინების იქით ყოველთვის მოქმედებაა,თითქოს სამყარომ ახლახანს გაიღვიძა და გაფრინდა...

აქ სამყაროც თქვენთვის იღვიძებს,თქვენ გიმზადებენ საუზმეს,აქ მუდამ მოგელიან ყველას,ვინც ფინჯან ჩაისა და ოჯახურ მყუდროებაზე ფიქრობთ,ვისაც შესვენების წუთების იდეალურ სამყაროში გატარება გსურთ.

აქ ძალაუნებურად ივიწყებთ გარშემო არსებულ რეალობას.ნაცრისფერი დღეები რჩებიან სხვა განზომილებაში და ადგილს უთმობენ სხვა აღმოჩენებს,სხვა შეგრძნებებს.

აქ მოხვედრისას გასაოცარი შეგრძნებები გეუფლებათ,ძალზედ გასაოცარი,როდესაც ირევა ერთმანეთში რეალობა და ნაოცნებარი,როცა ზღვარი ქრება მათ შორის და განუყოფელად ერწყმის ერთმანეთს.

აქ ყოველთვის იპოვით ნატურალურ ყავას, ახლადგამომცხვარ პურ-ფუნთუშეულს, დესერტების უხვ რაოდენობას,სენდვიჩებს,ბაგეტებს,სალათებს და ცხელ კერძებს.

აქ ქალაქური კვების იდეალური კონცეფციაა განხორციელებული.

ესეც ხელოვნებაა, ჩვენი ნების გარეშე, ზემოდან ნასურვები შედეგი, ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ და მეტი არაფერი.

ეს ჩვენი ნაოცნებარი და შესრულებულია.ეს ჩვენი საერთო სამყაროა...

ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა...

ისტორია სახელად „დაფნე“...

Geo

Eng